Sonntag, 7. Februar 2010
გერმანული მორფოლოგიური ლექსიკონი canoo.net
ინგლისური ენის შემსწავლელებისთვის თითოეული სიტყვის მნიშვნელობის მოძებნა სირთულეს არ წარმოადგენს, რამდენადაც სიტყვაფორმები ძირითადად ემთხვევა სალექსიკონო ფორმებს. ე.წ. ძლიერი ზმნების ჩამონათვალი საკმაოდ მცირეა. სულ სხვა მდგომარეობაა იმ ენებში, რომელთა ფლექსია შედარებით რთულია. მაგალითად, როცა ფრანგულის შესწავლა ახალი დაწყებული მქონდა, მიჭირდა სიტყვა–ფორმების იდენტიფიკაცია შესაბამის სალექსიკონო ერთეულებთან. მაგალითად იმისთვის რომ გამეგო, რას ნიშნავს "dois" ფრანგული ზმნების მთლიანი პარადიგმა ხელახლა უნდა გამეცნო. ალბათ ასეთივე პრობლემებს წააწყდებოდნენ გერმანულის დამწყები შემსწავლელები, როცა ტექსტებში წააწყდებოდნენ ფორმებს: hülfe, mölke და სხვა. გამოდის, ჯერ მთელი მორფოლოგიური პარადიგმა უნდა შევისწავლოთ, რაიმე ჩვენთვის საინტერესო ტექსტი რომ სწორად გავიგოთ.
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)


Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen